Enka Renewables-მა საქართველოს არბიტრაჟში $383 მილიონი მოუგო

Enka Renewables-მა საქართველოს არბიტრაჟში $383 მილიონი მოუგო

კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მილიონი დოლარი მოუგო – ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია აქვეყნებს.

საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორს-მაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის ნამახვანჰესის $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული.

კომპანიამ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების უგულვებელყოფას უკავშირდებოდა. ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ENKA-ს მთავრობის ქმედებების საარბიტრაჟო ტრიბუნალში გასაჩივრება შეეძლებოდა.

კომპანია Enka Renewables-ი თურქული საინჟინრო და ენერგეტიკული კომპანია ENKA-ს შვილობილია, კომპანია 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.

BMG განაჩენთან დაკავშირებით კითხვით იუსტიციის სამინისტროს მიმართა, ჯერჯერობით უცნობია გასაჩივრების რა მექანიზმების გამოყენებას გეგმავს მთავრობა ამ დავასთან დაკავშირებით, ან შესაძლებელია თუ არა არბიტრაჟის აღნიშნული განაჩენის გასაჩივრება.

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტს…

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი…
არბიტრაჟებში მოთხოვნილი კომპენსაცია $1.7 მილიარდია – ფინანსთა სამინისტრო ფისკალურ რისკებზე წერს

არბიტრაჟებში მოთხოვნილი კომპენსაცია $1.7 მილიარდია – ფინანსთა სამინისტრო ფისკალურ…

ფინანსთა სამინისტრომ ფისკალური რისკების განახლებული დოკუმენტი მოამზადა. 2025 წლის ბიუჯეტზე თანდართულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 10 საარბიტრაჟო დავაში ინვესტორთა მხრიდან მოთხოვნილი კომპენსაციის…
მთავრობა საკუთარი წესით შერჩეულ NGO-ებს 20 მილიონი ლარით დააფინანსებს

მთავრობა საკუთარი წესით შერჩეულ NGO-ებს 20 მილიონი ლარით დააფინანსებს

საქართველოს მთავრობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ 20 მილიონ ლარს გადაუხდის – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მთავრობის…